პრესრელიზი

კვირას, 28 ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისში პარლამენტის წინ
(9 აპრილის მემორიალთან) გაიმართება შემაჯამებელი და მნიშვნელოვანი აქცია - ალტერნატიული პირადობის მოწმობების თაობაზე!!!

ამ დღეს 100 000 ხელმომწერთა წერილზე მოხდება სასულიერო პირების, იურისტების და მოქალაქეების გაერთიანებული აქცია - უჩიპო მოწმობების თაობაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი რეკომენდაციის სახით და მიუხედავად წინააღმდეგობებისა სწორედ ეხლა გვმართებს მტკიცედ დგომა! (მოგეხსენებათ ამ მოთხოვნით მე-5 წელია მიმდინარეობს პერმანენტული აქციები, ა/წ 9 ივნისიდან ამ აქციებმა კვლავ ყოველდღიური სახე მიიღო...) გულშემატკივარნი შემოუერთდით - ეს საზოგადო საქმეა და დასწრება მნიშვნელოვანია!

(100 000 ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული)





9 ივნისს 14:00 სთ-ზე იუსტიციის სამინისტროსთან
(ორთაჭალა, გორგასლის 24ა)

მოხდება 100 000 ხელმომწერთა წერილზე პასუხის მოთხოვნა უჩიპო მოწმობების თაობაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი რეკომენდაციის სახით. გულშემატკივარნი შემოუერთდით - დასწრება მნიშვნელოვანია!

(100 000 ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული)





29 მაისს - ამაღლებას, 15:00 სთ-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ (ინგოროყვას ქ. 7) გაიმართება აქცია – ალტერნატიული უჩიპო მოწმობების მოთხოვნით. შემოგვიერთდით!
არ გვინდა ის მოქალაქეობა და იმ მსოფლიო ელექტრონულ სისტემაში ჩართვა, რომელთა კანონები - სამშობლოს სიყვარულს, ჩვენს ტრადიციას, სიწმიდეს და რჯულს გმობს; სადაც ყველას და ყველაფერს უსმენენ და ტოტალურად აკონტროლობენ, სადაც ხალხის სრულ დამონებაზე მუშაობენ... დავიცვათ სიწმიდე და ადამიანობა - ნუ მივემსგავსებით პირუტყვებს!





9 მარტს – მართლმადიდებლობის ზეიმზე 15:00 სთ–ზე, სახელმწიფო კანცელარიის წინ (ინგოროყვას ქ. 7) გაიმართება მნიშვნელოვანი აქცია – ალტერნატიული უჩიპო მოწმობების დაშვებასთან დაკავშირებით. დღეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მოთხოვნაა – სასწრაფოდ შეწყდეს მოქალაქეებზე ადმინისტრაციული იძულება და დაიშვას არაელექტრონული უჩიპო მოწმობები! აქცია დალოცა და აკურთხა ახალი პასპორტების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ – მიტროპოლიტმა იობმა

(ჩვენი თხოვნაა, რომ აღნიშნული აქციის დღეს სხვა ღონისძიებებს ნუ დაამთხვევთ!) ამ საკითხის ყველა გულშემატკივარი მობრძანდით!

100 000 ხელმომწერთა სახელით – მართლმადიდებელთა კრებული




24 ოქტომბერს 16:00 სთ–ზე იუსტიციის სახლის წინ დაიწყება სადღეღამისო აქციები ელექტრონული მოწმობების ადმინისტრაციული იძულების წინააღმდეგ!!! მთავრობამ, რადგანაც ათიათასობით ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობების გარეშე და ადამიანებს შეუწყვიტა მოქალაქეობრივი უფლებები, ხელმომწერთა სურვილით – მოთხოვნის ფორმები გადავა შემდეგ ეტაპზე: ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს 16:00 სთ–ზე გთხოვთ მობრძანდეთ იუსტიციის სახლის წინ (სანაპიროს 2), სადაც დაიწყება სადღეღამისო აქციები ალტერნატიული უჩიპო პირადობის მოწმობების დაშვებასთან დაკავშირებით! ერთმანეთის ყურებით უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით – ყველამ ჩვენი წილი ჯვარი ავიღოთ და მტკიცედ დავდგეთ ჩვენი და ჩვენი მომავლის გადასარჩენად! გიწვევთ ყველას – ვინც მომხრე ხართ ალტერნატიული საბუთების, მიუხედავად იმისა აღებული გაქვთ ID ბარათი თუ არა; ვინც ვერ იღებთ მონაწილეობას და პროტესტს უცხადებთ არჩევნებს; ვისაც ჯერ გაქვთ ძველი პირადობები, მაგრამ ხვალ იგივე ხვედრის გაზიარება გელით – სანამ კიდევ დროა მობრძანდით ყველა!

100 000 ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა კრებული
www.bolojamze.ge
 


 
29 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე იუსტიციის სახლთან (მისამართი: სანაპიროს #2) გაიმართება აქცია ელექტრონული მოწმობების ადმინისტრაციული იძულების წინააღმდეგ. ყველამ მოვითხოვოთ ალტერნატივა, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები საზოგადო ცხოვრებიდან გარიყვისაგან! ნუ მოვატყუებთ საკუთარ მოქალაქეებს - დავუშვათ ალტერნატიული პირადობის მოწმობები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია! 50 000 ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა კრებული.








21 აპრილს 15:00 სთ–ზე იუსტიციის სამინისტროსთან (გორგასლის 24 ა) სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით გაიმართება აქცია ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით – მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი შელახული უფლებები! მსურველთათვის: 13:00 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ – სამლოცველოსთან (ყოფილ ცეკავშირთან) სხვადასხვა ტაძრიდან შეიკრიბებიან მოქალაქეები და მსვლელობით შეუერთდებიან იუსტიციის სამინისტროსთან აქციას.


.:საქმით მივემსგავსოთ 100 000 მოწამეს და ნაყოფით ვიცნობოდეთ მათი შთამომავალნი:.


გთხოვთ გაავრცელოთ და შემოგვიერთდეთ!




ხუთშაბათს, 5 ივლისს, სინოდის კრებასთან დაკავშირებით
მოხდება მართლმადიდებელთა შეკრება ალტერნატიული
საბუთების მოთხოვნის თაობაზე.

      5 ივლისი, 2012 წ.

      ხუთშაბათს, 5 ივლისს ჩატარდება სინოდის კრება ელექტრონული მოწმობების თაობაზე, სადაც განიხილება საკითხი ალტერნატიული საბუთების შემოღებასთან დაკავშირებით. 5 ივლისს 11:00 სთ-ზე სინოდის კრების პარალელურად საპატრიარქოსთან მოხდება ალტერნატიული საბუთების ხელმომწერ და მომხრე მართლმადიდებელთა შეკრება აღნიშნული თემის მხარდასაჭერად, სადაც აგრეთვე ჩატარდება ლოცვები ერისა და ეკლესიის გაძლიერებისათვის.

კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე - ადამიანის უფლებისა და ღვთივბოძებული ნების ხელყოფის საშიშროების გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს პროტესტი: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უკრაინამ, მოლდოვეთმა... უცხოელმა იურისტებმა ეს პროცესი სათანადოდ შეაფასეს, როგორც ,,ადამიანის უფლებების ტოტალური დაპყრობა”. ეს უმნიშვნელოვანესი თემა საქართველოშიც სათანადოდ უნდა შეფასდეს. მრევლში შეგროვდა ხელმოწერები ალტერნატიული მოწმობების გაცემისა და ახალი ელექტრონული მოწმობების ნებაყოფლობით აღებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, რომ სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა. იმედია, ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისგან გარიყულნი არ აღმოჩნდებიან!

ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული
www.bolojamze.ge
მობ: 555 399 923; 593 525 388







გრძელდება სალიტანიო ანჩისხატით
დედაქალაქზე ჯვრის სახით მოლოცვა

     24 მაისს 17:00 სთ-ზე ანჩისხატის მოლოცვის შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოსთან (მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფილ ცეკავშირთან) მოხდება ხელმომწერთა შეკრება ალტერნატიული უჩიპო პასპორტების მოქალაქეებზე გაცემის დასაჩქარებლად.
     მობრძანდით, თქვენს ინტერესებშია!







www.anchiskhati.ge
ტელ: 555 399 923





ანჩისხატის ასლით დედაქალაქზე ჯვრის სახით მოლოცვა გაგრძელდება წითელ პარასკევს 13 აპრილს - ლოცვითი სვლა 8:30 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან დაიწყება. მსვლელობის შემოერთების მსურველებს მუზეუმიდან 10:00 სთ-დან დღის მანძილზე მოემსახურება მიკროავტობუსი. მცხეთის ჯვარზე დასრულდება ჯვრის ერთი ფრთა. მიიღეთ მონაწილეობა! ჯვრის მეორე ფრთას მოვილოცავთ მახათას მთიდან - მთაწმინდამდე სააღდგომო დღესასწაულებში.

www.anchiskhati.ge
ტელ: 555 399 923







კვირას, 20 ნოემბერს 14:00-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოსთან (ყოფილ ცეკავშირთან) შედგება შეკრება - მესტიის სიწმიდეების უსაფრთხოების და მართლმადიდებელთა შელახული უფლებების დასაცავად. მობრძანდით.






13 ნოემბერი – ასიათას მოწამეთა დღეს
ხატთათაყვანისმცემელთათვის




კვირას, 13 ნოემბერს 12:30 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატს წავაბრძანებთ და შეუერთდებით მსვლელობას მეტეხის ხიდზე, სადაც მისი უწმიდესობა ილია II აღავლენს პარაკლისს ასიათას ხატთათვის თავდადებულთა სახელზე.








27 ივნისი, 2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ბ-ნ ზურაბ ადეიშვილს


მართლმადიდებლები (ტაძრებში შეკრებილი ხელმოწერებით) ვითხოვთ - შეწყდეს მოქალაქეებზე ელექტრონული საბუთების უკანონო იძულება. ხელმოწერები გაკეთდა შემდეგი სახის ტექსტზე...





მეუფე იობის ქადაგება ჩიპიან საბუთებზე



მედია-კავშირი ობიექტივი: ელექტრონული მოწმობების შესახებ.
ინტერვიუ დეკ. თეოდორე გიგნაძესთან
28 ივნისი, 2011







30 ივნისი, 2011 წ.

         30 ივნისს, ხუთშაბათს 16:00 საათზე, კინოს სახლში ძმები კაკაბაძეების №2 (რუსთაველის ძეგლის წინ) მოხდება შეხვედრა ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით. საზოგადოებისა და მასმედიის წინაშე წაკითხული იქნება მიმართვა, რომელიც ხელმოწერებთან ერთად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლებას.
         ამ თემასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური კადრები.
         გთხოვთ მობრძანდეთ!




         სასწაულთმოქმედი ანჩისხატის წინ, ბოროტ ძალთაგან დასაცავად ყოველ კვირას საღამოს 7 სთ-ზე მიმდინარეობს ერის კეთილდღეობისთვის სავედრებელი ლოცვა და გალობანი. აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი (მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფ. ცეკავშირის წინ).

           


19 ივნისი, 2011 წ.

ელექტრონული მოწმობების წინააღმდეგ
მორწმუნეებმა 7000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს

     დღეს თბილისში, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, ანჩისხატისა და სიწმიდეების წინაშე, ელექტრონული მოწმობების იძულებისგან დასახსნელად სავედრებელი ლოცვა ჩატარდა.

     ამ საკითხზე მრევლში გროვდება ხელმოწერები, რომლითაც ისინი ითხოვენ კვლავ გაიცეს ძველი მოწმობები, ხოლო ახალი ელექტრონული მოწმობების აღება იყოს ნებაყოფლობითი; გარდა ამისა, სახელმწიფოში შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა. როგორც ,,მედიანიუსს” `ელექტრონული საბუთების განსახილველი კომისიის წევრმა, მრევლის წარმომადგენელმა ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა, მორწმუნეებმა თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში უკვე შეაგრვეს 7000-მდე ხელმოწერა...




კვირას, 19 ივნისს, 2011 წ.

ლოცვა – ელექტრონული მოწმობების იძულებისგან დასახსნელად


     19 ივნისს, ყოველთა წმიდათა დღეს 13:00 საათზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში (თავისუფლების მოედანთან, ყოფილ ცეკავშირის შენობასთან), ანჩისხატისა და სიწმიდეების წინაშე ჩატარდება სავედრებელი ლოცვა ელექტრონული მოწმობების იძულებასთან დაკავშირებით – ანტიმართლმადიდებლურ ძალებისაგან დასაცავად. ამ დღეს თბილისის სხვადასხვა ტაძრის მრევლი მოიტანს თავიანთი მოძღვრების კურთხევით ამ თემაზე გაკეთებულ ხელმოწერებს, მოხდება მიმოხილვა ამ მეტად საპასუხისმგებლო საკითხების ირგვლივ. შემდეგ ჩატარდება ლოცვითი მსვლელობა მამა გაბრიელის სახლში, მისსავე აშენებულ სამლოცველოში (ყოფილი 5 დეკემბრის ქ.).

     (თუ მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ეს ხელმოწერები მთელს საქართველოს მოიცავს).

საკონტაქტო ტელ.: 593 52 53 88



ელექტრონული ბარათებთან დაკავშირებით ლოცვითი აქციები

საბერძნეთში





უკრაინაში





რუსეთში