იურიდიული განხილვა



შენგენის ხელშეკრულება


შენგენის ხელშეკრულება — შეთანხმება „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“, რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1985 წლის 14 ივნისს ევროპის სახელმწიფოების მიერ (ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი). შეთანხმება ძალაში შევიდა 1995 წლის 26 მარტს.

შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის მცირე ქალაქში, ადგილი, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვრები იკვეთება.

მას შემდეგ შეთანხმებას შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა. 2007 წლის ბოლოსთვის ხელმომწერთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, და ფაქტიურად მოქმედებს 25 ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, საბერძნეთი, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ყველა ეს ქვეყანა ერთად შენგენის ზონას ქმნის.


წყარო: Encyclopedia Wikipedia





ბიომეტრიული პასპორტის გამოყენების საშიშროებები
(სპეციალისტთა აზრით)



მრავალი ექსპერტის აზრით ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება ადამიანის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას და იგი შესაძლოა ადამიანთა კონტროლის მექანიზმადაც მოგვევლინოს. მაგალითად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბრუნსონ მაკკინლი აცხადებს: „ერთხელაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ თან ვატაროთ დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას გააკონტროლებს. მთავრობას ყველაფერი ეცოდინება ჩვენს შესახებ, რას ვაკეთებთ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და სხვა სახის ინფორმაცია. ეს ტექნოლოგია შესაძლოა ტოტალური კონტროლის იარაღადაც იქცეს. ეს პოლიტიკური პრობლემაა და აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდეს.“
      მეორე ექსპერტად გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, კონსტანტინე სივკოვი გვევლინება, რომელიც ასევე გახლავთ „პერსონალური მონაცემების“ შესახებ ფედერალურ კანონზე მომუშავე ჯგუფის წევრი. მან შემდეგი განცხადება გააკეთა: „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დოკუმენტებში, ბიომეტრიული მონაცემების შეტანის შემთხვევაში ამ მონაცემთა დისტანციურად მოხსნა იქნება შესაძლებელი. სწორედაც რომ ელექტრონული ჩიპიდან მონაცემთა დისტანციური მოხსნის საშუალება ქმნის დიდ საფრთხეს. აშშ–სა და დასავლეთ ევროპაში არსებობს რადიოლოკაციური სისტემები, რომელთაც შეუძლიათ 5 კაპიკიანი მონეტის სიდიდის ნივთის აღმოჩენა რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში. ჩიპის აღმოჩენა და დაფიქსირებაც ამ დისტანციებში იქნება შესაძლებელი.
      ამრიგად, ელექტრონული ჩიპების მატარებელი საბუთების შემოღებით შესაძლებელი გახდება შეიქმნას ტოტალური კონტროლის სისტემა კოსმოსური თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩიპიანი პასპორტების შემოღება სრულიად დაუშვებელია. ეს მონაცემები დიდი საფრთხის მატარებელია როგორც სახელმწიფოსათვის, ისე მისი თავდაცვისუნარიანობისათვის. სამხედრო პირებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს აქვთ პასპორტები და ისინი მათ თან ატარებენ. ამიტომაც ფლობს რა ასეთი სახის ინფორმაციას, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს რეალურად შეუძლიათ ჩვენი სამხედრო სპეციალისტების კონტროლი პლანეტის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც თავისთავად ამცირებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დონესა და შეიარაღებული ძალებისა თუ სპეცსამსახურების შესაძლებლობას დაიცვას თავისი სახელმწიფო.“

გაყალბება


საერთაშორისო ასოციაციები ამტკიცებდნენ, რომ ბიომეტრიული პასპორტის გაყალბება შეუძლებელია, მაგრამ ამსტერდამის უნივერსიტეტის ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჯეროენ ვან ბიკმა შეძლო ბიომეტრიული პასპორტის გაყალბება. ექსპერიმენტის დროს მეცნიერმა აიღო ორი რეალურად არსებული ბრიტანული პასპორტის ჩიპი და მათი ზუსტი ასლები შექმნა. ამის შემდეგ მან ჩიპების ასლებზე მონაცემები შეცვალა, პასპორტებში კი უსამა ბენ ლადენისა და პალესტინელი ტერორისტი–თვითმკვლელი ქალის ხიბი დარაგმეს ფოტოები ჩასვა. პროგრამამ, რომელიც საერთაშორისო აეროპორტებში პასპორტებს ამოწმებს, გაყალბებული პასპორტები ნამდვილად ცნო. ბრიტანული გაზეთის «The Times»–ს დაკვეთით ვან ბიკმა შეიმუშავა მიკროჩიპების კითხვისა და კოპირების მეთოდი, ამ მეთოდით ასევე შესაძლებელი იყო ჩიპზე მოთავსებული ინფორმაციის შეცვლა. ამავდროულად გაყალბებულ ჩიპებს ნამდვილად ცნობს სპეციალური პროგრამა Golden Reader–ი, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აეროპორტებში პასპორტების შემოწმების მიზნით იყენებს. გაყალბების მეთოდის შემუშავების შემდეგ მეცნიერს ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ორი ყალბი მიკროჩიპი დაემზადებინა და ისინი პასპორტში ჩაესვა. ამისათვის მას არცთუ დიდი თანხები დასჭირდა: მას ორი 20 დოლარიანი ჩიპი და ინფორმაციის წამკითხველი 80 დოლარიანი ხელსაწყო დასჭირდა.

პირველწყარო http://ru.wikipedia.org (იხილეთ ბიომეტრიული პასპორტი)


      მეცნიერებმა ბიომეტრიული პასპორტების უსარგებლობა დაამტკიცეს კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტმა რამოდენიმე დღეში შეძლო ახალი ბიომეტრიული პასპორტის კოდის გატეხვა. მსგავსი სახის პასპორტების დანერგვა ახლა ევროპასა და აშშ–ში ხდება. როგორც ერთ–ერთი გერმანული კომპანიის კონსულტანტმა ლუკას გრიუნვალდმა, ლას–ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, მას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ გაეტეხა პასპორტის კოდი და გაეკონტროლებია მთელი ინფორმაცია, რომელიც ელექტრონულ პასპორტზე იყო დატანებული. გარდა ამისა, მან შეძლო საბუთზე არსებული მთელი ინფორმაციის სხვა, ცარიელ ჩიპზე გადატანა, რომლიც ჩადგმაც გაყალბებულ საბუთშია შესაძლებელი. ექსპერტის აზრით, ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს ახალი ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის სრულ უსარგებლობას, ბიომეტრიული პასპორტები სხვა მონაცემებთან ერთად ატარებენ პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და თვალის გარსის გამოსახულების მონაცემებს. ჯერ მხოლოდ ბრიტანეთში ამ პროგრამის ამოქმედებისათვის ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ექსპერტმა კოდის გატეხვა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მოახერხა, რომელიც მას 200$ დაუჯდა.

პირველწყარო: http://www.izvestia.ru/news/383310



პიროვნების დამადასტურებელი ბიომეტრიული
მოწმობები შესაძლოა ტერორისტების მიერ
იქნას გამოყენებული

ტერორისტებმა შესაძლოა ელექტრონული ბიომეტრიული პასპორტები,
ასაფეთქებელ მოწყობილობებად გადააქციონ.

      ამ ახალი საბუთების გამოყენების შემცველ რისკზე რამოდენიმე ხნის წინ ერთ–ერთი ჰოლანდიელი უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს. მათ შეძლეს იმ მიკროსქემის გახსნა, რომელიც ბელგიელი მოქალაქის ელექტრონულ პასპორტში იყო მოთავსებული და წაიკითხეს მისი მფლობელის პერსონალური მონაცემები. ეს ექსპერიმენტი მეცნიერებმა ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განახორციელეს. ამისათვის სპეციალისტებს ელექტრონული ხელსაწყო დასჭირდათ, რომელიც 330$ დაუჯდათ. ზუსტად ასეთი „ოპარაცია“ ამ მცირე ხნის წინ ბრიტანელმა ექსპერტებმაც განახორციელეს. ახლახანს კი მეცნიერებმა სამართალდამცავი ორგანოებისათვის კიდევ ერთი არასასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეს: – ტერორისტებმა შეიძლება შექმნან პასპორტი–ბომბი, – განაცხადეს მათ. – ანუ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის დროს ამოქმედდება. პასპორტის ელექტრონული „შემადგენლობა“ ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
      ელექტრონული პასპორტების დანერგვის პროცესი დასავლეთში სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს. კომპანია Microsoft–ის უსაფრთხოების წამყვანმა სპეციალისტმა ჯერი ფიშენდერმა განაცხადა, რომ ბიომეტრიული იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ატარებს, ზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის ბოროტმოქმედთა ხელში მოხვედრის რისკს. საფრხე უპირველეს ყოვლისა იქედან იქმნება, რომ ბიომეტრიული მონაცემები ერთ მონაცემთა ბაზაში გროვდება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. ამავდროულად ბოროტმოქმედთა ხელში აღმოჩნდება ზუსტი ასლი იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩიპზე ინახება და შემდგომში მისი გამოყენება საბუთის გაყალბების მიზნით გახდება შესაძლებელი. ფიშენდერმა განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით არ არსებობს ამ ერთიანი მონაცემთა სისტემის დაცვის მექანიზმი.
      ამერიკელმა ჰაკერებმა უკვე განაცხადეს, რომ შექმნეს სპეციალური აპარატი, რომლითაც ბიომეტრიული პასპორტებიდან მონაცემთა წაკითხვა გახდება შესაძლებელი. ამ ხელსაწყოს დემონსტრირება მათ ლოს–ანჟელესში გამართულ პრეს–კონფერენციაზე მოაწყვეს. ხელსაწყო ჩიპიდან იმ რადიოსიგნალების ჩაჭერას ახერხებს, რომელთა დაფიქსირებაც ბიომეტრიული საბუთების შემქმნელთა აზრით თითქმის შეუძლებელია. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ახლა ასრულებენ მუშაობას იმ პორტატულ მოწყობილობაზე, რომელიც ამ რადიოსიგნალების დაჭერას მოახერხებს, თუმცა არ აპირებენ მის მასიურ წარმოებას. თუმცა ვინ იცის რა მოხდება.

წყარო: http://www.rg.ru/2008/04/11/biopasport.html


მოლდოვაში ის ადამიანები, რომლებიც უარს
აცხადებენ ბიომეტრიულ პასპორტებზე,
პირადობის მოწმობებს IDNP–ის (ფიზიკური
პირის საიდენტიფიკაციო ნომერი) გარეშე აიღებენ


      ის ადამიანები, რომლებიც ახალ ბიომეტრიულ პასპორტებზე უარს რელიგიური მოსაზრებების გარეშე ამბობენ, პირადობის მოწმობებს სახელმწიფოს მიერ მიკუთვნებადი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე აიღებენ, – აცხადებს Info-Prim Neo. მოლდოვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირის სამინისტროს განცხადების თანახმად, დროებითი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დამატებითი ბიომეტრიული მონაცემების გარეშე, გაიცემა ეკლესიის მრევლის თხოვნის საფუძველზე და იმოქმედებს მოლდოვეთის რესპუბლიკის ტერიტირიაზე, მას იგივე ძალა ექნება რაც ჩვეულებრივ პირადობის მოწმობას.
      სამინისტრო აქვე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება თავის ტერიტორიაზე იმ პიროვნების შეშვებას, რომლის პირადობის მოწმობა არ შეიცავს IDNP–ს, რადგანაც საზღვარგარეთი არ ცნობს საბუთს, რომელიც არ შეესატყვისება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ICAO–ს ინსტრუქციების მიხედვითაა შემუშავებული.

წყარო: http://www.allmoldova.com/moldova-news/1249058327.html


ბიომეტრიული პასპორტიზაცია
მითები და რეალობა


დღეს, როდესაც ბიომეტრიული პასპორტიზაცია ჩვენს ობიექტურ რეალობად იქცევა, პირველ პლანზე გამოდის მისი დანერგვისა და მოქმედების პრინციპების საკითხები. ამასთან დაკავშირებით საჭიროა იმ ტექნიკური და პოლიტიკური მითების განხილვა, რომელიც ამ სისტემის ირგვლივ ტრიალებს.


      მითი I. რაც უფრო რთულია ბიომეტრიული პასპორტიზაციის სისტემა, მით საიმედოა ის, (ანუ რაც უფრო მეტი ბიომეტრიული მონაცემია საბუთში დაკოდირებული). უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მტკიცებულება მომგებიანია მსხვილი ელექტრონული კომპანიებისათვის, რომლებიც სმარტ-ბარათების ტექნოლოგიებს იყენებენ. ძირითადი ინფორმაციის კოდირების მიზნით ბიომეტრიული სისტემის გამოყენება ყოვლად უსარგებლოა. ბიომეტრიული ინფორმაცია არასოდეს არ არის დახურული, მისი მიღება უშუალოდ მისი მატარებლის, ანუ ადამიანისგანაც შეიძლება. ადრე ხომ არავის არ მოსვლია აზრად ადამიანის სურათის კოდირებული სახით მოთავსება საბუთებში, რადგანაც ადამიანის სახეს ისედაც ყველა ხედავს. ანალოგიური სიტუაციაა თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა მათი კოპირება ისე ადვილად არ ხდება, როგორც ადამიანის სახის, მაგრამ მათი მოპოვება შეიძლება ყველა იმ ნივთიდან, რომელთანაც ადამიანს კავშირი აქვს. მას, ვისაც სურს თქვენი ბიომეტრიული მონაცემების მიღება, ამას უშუალოდ თქვენგანაც მოახერხებს ყოველგვარი პირადობის გარეშე. გარდა ამისა, ბიომეტრიული სისტემების დანერგვა უზარმაზარ თანხებს საჭიროებს. მარტო აშშ-ში, მსხვილ გასასვლელ პუნქტებში მსგავსი სისტემის დანერგვაზე 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. თუმცა აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემების გაყალბებაც. მაგალითად, შესაძლებელია ყალბი სამგანზომილებიანი, თითის ანაბეჭდის დაქტილოსკოპიური გამოსახულების შექმნა. მისი შექმნა სილიკონის მეშვეობითაა შესაძლებელი. თუკი მას თითზე მივიკრავთ და თან სხვისი ბიომეტრიული პირადობა გვექნება თან, ყველა სქანერის გავლას შევძლებთ და ფალსიფიკაციას ვერავინ შეამჩნევს.
      მითი II. ბიომეტრიული პასპორტიზაცია ხელსაყრელია სპეცსამსახურებისათვის, თუმცა საშიშია უბრალო მოქალაქეებისათვის. სახალხო გამოკითხვის თანახმად, 80%-ზე მეტმა ამერიკელმა 2001 წლის 11 სექტემბრის ამბების შემდეგ განაცხადა, რომ თანახმაა გაიაროს ბიომეტრიული იდენტიფიკაცია, რადგანაც იგი ხელს უწყობს მოქალაქეთა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას. თუმცა არავის აზრადაც არ მოსდის უარის თქმა სატელეფონო საუბრებზე, რადგანაც ხმა ისეთივე ბიომეტრიული მონაცემია, როგორც თითის ანაბეჭდი და ხმის ნიმუში შესაძლოა მოიპარონ კიდეც.
      მითი III. საჭიროა შეიქმნას ერთიანი ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოქმედებს. ბიომეტრიული პასპორტიზაციის ძირითადი ლიდერი დღესდღეობით აშშ-ს მთავრობა და ბიომეტრიული კომპანია Identix-ია, რომელიც ცდილობს გაასაღოს თავისი ჩიპ-ჩადგმული სმარტ-ბარათი, ბარათის მეხსიერება 64 კ/ბაიტია. აშშ-ს 280 მილიონიანი მოსახლეობიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი 55 მილიონი ადამიანია. აშშ-ს მთავრობა გეგმავს ყოველ წელიწადში 10 მილიონი ბიომეტრიული პასპორტის გაცემას. ახალი სისტემის დანერგვაზე კი ათობით მილიარდობით დოლარი დაიხარჯება. პასპორტიზაციის შემდეგი პოლუსი-ჩინეთია, რომელიც მომდევნო 5 წლის მანძილზე 900 მილიონი პასპორტის გაცემას აპირებს. გარდა ამისა იგეგმება 10 მილიონი ბიომეტრიული სქანერის დამონტაჟება. ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს პირადობის ღირებულების შემცირებას. სავარაუდოდ პირადობის ფასი 1,5 დოლარამდე ჩამოვა.
      თუმცა შემდგომში ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მსგავსი სისტემის დანერგვა გარკვეულ ტექნიკურ-ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული და ამ სფეროებში გარკვეული პრობლემების გამო ამ პროექტის სრულფასოვნად განხორციელება ამ ეტაპზე რთულია.
      სპეციალისტების აზრით ბიომეტრიული პასპორტიზაცია თავისი პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას მხოლოდ ტექნიკური პროცესების სწორი წარმართვის შემთხვევაში მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი ფულის თანხები მხოლოდ გარკვეული პოლიტიკოსებისა და კერძო კომპანიების პატივმოყვარე ჩანაფიქრებს შეეწირება. ასე, რომ აღმოჩნდა - ბიომეტრიული მონაცემების გაყალბება შესაძლებელია! პირველ რიგში ეს დაქტილოსკოპიური ინფორმაციის შეცვლითაა შესაძლებელი. გააკეთებ სხვა ადამიანის თითის ანაბეჭდების ასლს და სილიკონის მატარებელზე გადაიტან, მისი თითზე მიკრობის შემთხვევაში კი უკვე სხვა ადამიანი ხარ და შეეფერები მისი ბიომეტრიული პირადობის მონაცემებს. გარდა ამისა დადგინდა, რომ შესაძლებელია იაფფასიანი სქანერების ფალსიფიკაცია, სადაც კონტროლის გავლა უფრო გაადვილდება. მაშინ რატომ იხარჯება ამდენი თანხები აღნიშნული სისტემის დანერგვაზე და რა მიზნებს ემსახურება მისი დანერგვა?

წყარო: http://www.electronics.ru/journal/article/1105