სინოდის კომისია ალტერნატიული უჩიპო პასპორტების
შექმნას მოითხოვს (22/01/2012)



2012 წლის 22 იანვარს, რუისის საკათედრო ტაძარში, ელექტრონულ საბუთებთან დაკავშირებით სინოდის არჩეულმა კომისიის თავჯდომარემ - მიტროპოლიტმა იობმა ბრძანა: სინოდის კრების დადგენილმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყდა, რომ მივმართოთ მთავრობას, რათა შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა. მადლობა უფალს, რომ აი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მის უწმინდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ეხლა მზადდება ტექსტი მივმართოთ ხელისუფლებას რომ, გაითვალისწინონ მართლმადიდებელ ქრისტიანთა აზრი.